მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხაზარაძე იმ 9 პუნქტს ასაჯაროებს, რომელზეც პრეზიდენტთან კონსულტაციების დროს, გახარიასთან შეთანხმდა

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ის გვერდზე ასაჯაროებს იმ 9 პუნქტს, რომელზეც პრეზიდენტთან კონსულტაციების დროს, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა.

“ეს იყო რაზეც შევთანხმდით:

1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით – 9 და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისას ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის “ქართული ქარტია”;

2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას  პარტია “ქართულ ოცნებასთან” და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით;

3. გახარია თავად არ იქნება “ძლიერი საქართველოს” პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის ( გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე);

4. ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით, მაგ. 10-10 “ლელო”/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები( სხვა დეტალები დასაზუსტებელია)
P.S.მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება;

5. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას “ძლიერი საქართველოს” პროგრამასთან და თავისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავრი პრიორიტეტი;

6. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით;

7. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება – თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან

8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები  თანაბრად იქნებიან წარმომადგენილები და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც;

9. მართვა, საბჭო.  მაგ: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი
ხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი):
12 გახარია
12 “ლელო”
3-3 კოალიციიდან.” წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გახარია-ხაზარაძის გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ შედგა. გახარიამ დღეს ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის 3 პრინციპი დაასახელა, რაზეც ხაზარაძემ უარით უპასუხა.

იტვირთბა....