ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ მუხლის დარღვევა არ დაადგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დასრულდა „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის განხილვა.

ნიკა მელია მითხოვდა სასამართლოს დაედგინა ორი მუხლის დარღვევა, რომ მისი დაკავება იყო არაკანონიერი და ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ მელიას საქმეში სამართლებრივი დარღვევა არ ყოფილა.

„კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ცალკე საკითხი არ წარმოიქმნება. კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, მელია 2019 წლის 19-20 ივლისის დემონსტრაციების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. ქართულმა სასამართლომ ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელობაში დასდო ბრალი.

ამას მოჰყვა მელიას საპარლამენტო მანდატის შეწყვეტა, ე.წ. „სამაჯურით“ თავისუფლების გარკვეული ტიპის შეზღუდვა. 2020 წლის  წლის საპარლამენტო არჩევნების მერე მელიამ სამაჯური დემონსტრაციულად, აქციის დროს, მოიხსნა. 2021 წლის 23 თებერვალს ის დააკავეს. ის, რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, ევროკავშირის მედიატორობის შედეგად, გაათავისუფლეს.

იტვირთბა....