ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს” – რას წერს ნიკა მელია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია, სოციალური ქსელით თავის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მელიას თქმით, მან არ გადაიხადა ვიდეო და დღემდე ევროკაშირის გირაოთია თავისუფალი, საქმე კი თაროზეა შემოდებული.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:
არ გადავიხადე გირაო,
ბრალისათვის რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.
დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ.
ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს.
არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.
საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ “საჭიროებამდე”, ასეთია ოცნების “სამართალი”.
ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით – გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა“, – წერს ის.

იტვირთბა....