არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ციტატა

“მამუკა ხაზარაძე არ დათანხმდა ნეიტრალურ პლატფორმას, პარიტეტს და კოალიციის დაუშვებლობას ოცნებასთან, ენმ-სთან” – გიორგი გახარია

ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება, შეცდომა იყო. თუმცა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმაც, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი.

მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში.

გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახლდათ არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა. დიახ, წერტილი დავსვი მე, იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა – ჩვენი ორი გუნდის სამომავლო, შესაძლო, სამართლიანი, ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა. წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში, ვიღაცისთვის მთავარი მიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი – ნებისმიერ ფასად ნებისმიერი ქაღალდის ხელმოწერა…

 

 

რას არ დათანხმდა მამუკა ხაზარაძე:

1. არ დათანხმდა ნეიტრალურ პლატფორმას, თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული ლელოში და ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი.

2. გადაწყვეტილების მიღების პარიტეტის სამართლიან პრინციპს. ითქვა, რომ იქ კოალიცია და ბევრი სუბიექტია, თუმცა, ამ სუბიექტებთან ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი.

3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არამხოლოდ ქართულ ოცნებასთან, არამედ, ნაციონალურ მოძრაობასთანაც.

 

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე – პარტიაზე და პარტიულ ნომერზე, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს.

ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს, ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით:

1. ნეიტრალური პლატფორმა

2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი

3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან.

მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს, ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გადახადა შესაძლებელი  და გააძლიერა შესაძლებლობა ჩვენი მომავალში თანამშრომლობის. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა სამწუხარო პროცესმა იმედგაცრუება არ გამოიწვიოს. – ამბობს გიორგი გახარია ხაზარაძესთან გაერთიანების საკითხზე.

იტვირთბა....