ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუს პროპაგანდისტად ჩამოყალიბდა – თეონა აქუბარდია

პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია, ბათუმის გუშიდენლ აქციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ირაკლი კობახიძე არის დაშორებული მთლიანად ხალხის დაკვეთას და ხალხის ინტერესს. მისთვის უცხოა ღირსება, მისთვის უცხოა სამშობლოს განცდა და მისთვის უცხოა ყველაფერი ის, რის გამოც 30 წლის მანძილზე უამრავმა ადამიანმა თავი გასწირა სამშობლოს ინტერესების სამსახურში. შესაბამისად, ის ჩამოყალიბდა რუს პროპაგანდისტად და მიდის გაცხადებული ინტერესების და ხალხის პოზიციის წინააღმდეგ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში რუსული საკრუიზო ლაინერი შემოვიდა, რასაც ქართველების მხრდან პროტესტეი მოყვა. კობახიძემ პროტესტს ქაჯობა უწოდა.

იტვირთბა....