ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის უბრალოდ ქაჯობა” – კობახიძე რუსების წინააღმდეგ პროტესტზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმსა და თბილისში პროტესტს ეხმაურება და ამბობს რომ ეს იყო “ქაჯობა”.

“მე ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო, რასაც ვხედავთ, მათ შორის ეს, დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის უბრალოდ ქაჯობა. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს… ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ხოლმე იმას, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ყველა წინა ომი, რა თქმა უნდა, აგრესორი იყო რუსეთი ხო, თავის დროზე. იგივე 90-იან წლებში, 2008 წელს…

მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო ხოლმე იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ფორმალურად როგორც არის ხორციელდებოდა. და სწორედ ეს ჩავაბარეთ ჩვენ მათ შორის წარსულს, ყველაფერთან ერთად.

ავტოკრატიასთან ერთად, ადამიანის უფლებების შელახვასთან ერთად, ადამიანების წამებასთან ერთად, და ეს ადამიანები იგივე ადამიანები ამბობენ, რომ დღეს ეს ქაჯობა ოპოზიციის რიგებიდან დააბრუნონ საქართველოში და ამით შეუქმნან საქართველოს პრობლემები.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისათვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით”, – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ აქციები თბილისსა და ბათუმში საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” შემოსვლის გამო ჩაინიშნა. ქვეყანაში გემით 800-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, რომლებიც არ აღიარებენ კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამტკიცებენ, რომ “აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლეს”.

იტვირთბა....