“რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს”, – ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლას აპროტესტებენ.
ცნობისთვის, ქვეყანაში გემით 800-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, რომლებიც არ აღიარებენ კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამტკიცებენ, რომ “აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლეს”.