ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავემშვიდობეთ გიორგი ვაშაძეს, სამეული მოკვდა, აღარ არსებობს – ცოტნე კობერიძე

„გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიანდება, სამეული („დროა“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) აღარ არსებობს.

„გიორგი ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას არ განვავრცობთ ჩვენს პარტიაზე და დავემშვიდობეთ გიორგი ვაშაძეს, სამეული მოკვდა, აღარ არსებობს. ამის მიღმა წითელი ხაზები არ გვაქვს, არც, მათ შორის, „ლელოსთან“, არც სხვებთან. სერიოზულად თუ დაიძვრება ეს საკითხი, მზად ვართ. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ახლა ყველა პარტია მაინც გადასულია საკუთარი რეიტინგისა და რესურსების დათვლაზე“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

კობერიძემ აღნიშნა, რომ პროდასავლური პარტიების კონსოლიდაცია აუცილებელია, მაგრამ გაერთიანების ცენტრში ენმ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ მიუღებელია.

იტვირთბა....