აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით” – ცაჰკნა

“საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით,” – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, თუ “ქართული ოცნება” მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას განაგრძობს, ევროკავშირი მზადაა, სანქციები გაამკაცროს, მათ შორის, გააუქმოს უვიზო მიმოსვლა.

“სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება შეიძლება შეტრიალდეს, რასაც მოწმობს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული. ნათელია, რომ საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. თუ [საქართველოს] ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა,”- განაცხადა ცაჰკნამ.

იტვირთბა....