ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლება ძალადობას არ შეწყვიტავს, ესტონეთი მზად არის, სანქციები გაამკაცროს.
„სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოების პროცესმა შეიძლება უკუსვლა განიცადოს, რასაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, სადაც მმართველი პარტიას ქვეყანას აშორებს დემოკრატიისა და დასავლური საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისგან…
ნათელია, რომ საქართველო ამჟამინდელი კურსით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება და რომ დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფ პირებს არ გააჩნიათ დემოკრატიული ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ცაჰკნამ.