„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ „ფორმულას“ ეთერში, მიმდინარე პროცესთან ერთად, ოპოზიციის შესახე ისაუბრა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ხალხში ოპოზიციისადმი უნდობლობა დაგროვდა, რაც მის გამარჯვებას ართულებს.
კობერიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას სჭირდება გაცილებით მეტი ხმა.
„მთავარი პრობლემა არის წლების დროს დაგროვებული უნდობლობა, რომლის დროსაც ვეღარ პოულობ წინადადებას, რომლითაც მოუწოდებ ხალხს, რადგან ნდობის დეფიციტი არსებობს, ამის შემდეგ ყველაფერი რთულდება…
აქციებზე არიან ძალიან ინტეგრირებული, მაღალკვალიფიციური, ბევრფიქსელიანი და მათ უნდოდათ რომ საკუთარი თავის წარმომადგენლად ასეთი ხარისხი ენახათ და ამას რომ ვერ გრძნობენ, იმედი უცრუვდებათ…
ის, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა არ ნიშნავს, რომ ამის მერე პოლიტიკური სტატუს კვო არ უნდა შეიცვალოს და უნდა გაიყინოს პოლიტიკური სპექტრი ამ ფორმით, რაც არის. არც იმას ვამბობ, რომ პანაცეაა და რაღაც სასწაული ხალხი შეიძლება გამოჩნდეს, ასეთი მარტივი არ არის, მაგრამ ისიც არ მომწონს ხოლმე, როცა პოლიტიკურ სპექტრსაც ვატყობ ხოლმე, რომ ძალიან აწუხებს, როცა მაგალითად, “დაიტოვეში” გაჩნდება აზრი, რომ ახალი პოლიტიკური ძალა უნდა გამოჩნდეს…
ბუნებრივად თუ რამე დაიბადება, მაგას რა ჯობია. მე ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება გაცილებით, გაცილებით მეტი ხმა. ერთის მხრივ, უნდა შეგვაწუხოს ქართული ოცნება როგორ აყალბებს და ამობილიზებს მის ხმებს და მეორეს მხრივ, უნდა შეგვაწუხოს იმან, რომ ბუნებრივად ჩვენსთვის ხმისმომცემი ადამიანების რაოდენობა უნდა იყოს მილიონზე მეტი…“, – თქვა კობერიძემ.