ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა. ჩემი დახმარება დასჭირდა, რომ შეხვედრების ოთახიდან გასულიყო” – ადვოკატი ნიკოლოზ ჯავახიშვილზე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი,  გუჯა ავსაჯანიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს, რის გამოც, ჯავახიშვილი იძულებული გახდა შიმშილობა შეეწყვიტა.

“შიმშილობა გამოაცხადა სოლიდარობისა და დაუმორჩილებლობის ნიშნად. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. გონების კარგვის ეპიზოდი ციხეშიც დაემართა და უშუალოდ მე, როდესაც მას ვესაუბრებოდი, იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ფეხზე წამოდგომა რომ სჭირდებოდა, რომ შეხვედრების ოთახიდან გასულიყო, ჩემი დახმარება სჭირდებოდა. არანაირ კვლევებს არ უტარებენ, ასევე ვითხოვთ გამოძიება დაიწყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, რადგან ადგილ ჰქონდა ცვენების იძულებას ჰქონდა ადგილი”. – ამბობს ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა “ნეტაგაზეთისა” და ” ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად დაიწყო, ჯანმრთელობის გაუარესების გამო კი რამდენჯერმე შეწყვიტა.

ჯავახიშვილი ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. მას 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იტვირთბა....