აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“დგას საშიშროება, რომ რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასდროს მოიგო…”-სალომე ზურაბიშვილი

“მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­მძღვა­ნელ­თან მი­ვი­ტა­ნო გზავ­ნი­ლე­ბი, თუ რა ხდე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც არის არა მხო­ლოდ დიქ­ტა­ტუ­რა, რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი, რეპ­რე­სი­ე­ბი, არა­მედ ის, რომ აქ დგას სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ რუ­სეთ­მა მო­ი­გოს ის, რაც ვე­რას­დროს მო­ი­გო და ეს იყოს პირ­ვე­ლი ასე­თი მარ­ცხი და­სავ­ლე­თის­თვის, ევ­რო­პის­თვის და ამე­რი­კის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის“ – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, პლატ­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა იქ­მნე­ბა, არის პირ­ვე­ლი რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და ეს არის ის პრო­ცე­სი, რო­მელ­საც ყვე­ლა ელო­და.

“გა­ვაგ­რძე­ლე დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, კი­დევ ორ სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მას შევ­ხვდი. ერთი იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო – ეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, ვინც დღეს დგა­ნან ქუ­ჩა­ში, ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, ვინც იყო ამის სა­თა­ვე­ში, თუმ­ცა აქ ვერ ვი­ლა­პა­რა­კებთ, ვინ აორ­გა­ნი­ზებ­და, ეს არის ყვე­ლა ერ­თად და ასე­ვე მათი გზავ­ნი­ლე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მათი პრობ­ლე­მე­ბი დღე­ვან­დელ დღეს რეპ­რე­სი­უ­ლი მან­ქა­ნის წი­ნა­შე და მათი მზად­ყოფ­ნა, რაც გა­მო­ხა­ტეს იმის­თვის, რომ ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლონ ეს ბრძო­ლა და მე ამ შე­მარ­თე­ბას ჩა­ვი­ტან მი­უნ­ხენ­ში, რად­გან დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რე­ბის მი­ზა­ნი ეს იყო, რომ ვი­ცო­დე, ყვე­ლა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, რა არის ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლე­ბი და მთა­ვა­რი პრობ­ლე­მე­ბი, რაც მე უნდა წა­ვი­ღო მი­უნ­ხენ­ში.

შემ­დგომ გვქონ­და შეხ­ვედ­რა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პლატ­ფორ­მას­თან, სა­დაც ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბი წა­მო­იჭ­რა უფრო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იქ მი­ვი­ტა­ნო, მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც მა­ღა­ლი დო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­სი და მათ­თან მი­ვი­ტა­ნო ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, თუ რა ხდე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც არის არა მხო­ლოდ დიქ­ტა­ტუ­რა, რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი, რეპ­რე­სი­ე­ბი, არა­მედ ის, რომ აქ დგას სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რად რუ­სეთ­მა მო­ი­გოს ის, რაც ვე­რას­დროს მო­ი­გო და ეს იყოს პირ­ვე­ლი ასე­თი მარ­ცხი და­სავ­ლე­თის­თვის, ევ­რო­პის­თვის და ამე­რი­კის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის.

მე ვარ ძა­ლი­ან და­მუხ­ტუ­ლი ამ შეხ­ვედ­რე­ბით, ამ­დე­ნი მო­საზ­რე­ბი­თა და ამ­დე­ნი გზავ­ნი­ლით. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ვარ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი და ეს გაგ­რძელ­დე­ბა ხვა­ლაც და ზე­გაც იმით, რომ ეს პლატ­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ­მნე­ბა, არის პირ­ვე­ლი რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და ეს კო­ორ­დი­ნა­ცია, რო­მე­ლიც და­ი­წყო, ახლა ცოტა მე­ტად და­ვა­ლა­გებთ და რომ ჩა­მო­ვალ, გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ პრო­ცესს. ეს არის ის პრო­ცე­სი, რო­მელ­საც, ალ­ბათ, ყვე­ლა ელო­და და რო­მე­ლიც, ჩვე­ნი ყვე­ლას ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ“, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

იტვირთბა....