ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობას აყენებს – თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

საგამოძიებო უწყება ასევე ითხოვს პასპორტის ჩაბარებასა ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს.

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წაუყენა.

ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.

იტვირთბა....