ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენი [რუსეთის] დაჩოქება შეუძლებელია. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი“ – დიმიტრი მედვედევი

“ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია და რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი”, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში.

“ბოლოს და ბოლოს, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ყველა მაღალი დონის კონტაქტი შეზღუდა, მათ რუსეთის დასჯა და დამცირება სურდათ. შედეგი კი ის იყო, რომ სამყარო აპოკალიფსის ზღვარზე მივიდა.
ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქედმაღალმა ამერიკულმა ელიტამ და ე.წ. „დიფ სთეითმა“ (აშშ-ის ბიუროკრატია) უნდა ისწავლონ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ კონტაქტები და კონსულტაციები ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე რუსეთის მსგავსი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების სურვილი. პრინციპში, ეს უკიდურესად საშიში იქნებოდა, რადგან ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი“. – დაწერა მედვედევმა.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
დონალდ ტრამპის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან გრძელი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მასთან უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხები.

იტვირთბა....