საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დასამტკიცებელ რეზოლუციას კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აფასებს.
მისივე განმარტებით, დოკუმენტში გაწერილი პუნქტები მკაფიო სიგნალია იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა სწორედ ახალ არჩევნებზე გადის.
“ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ერთადერთი გზა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სწორედ ახალ არჩევნებზე გადის. ამ თვალსაზრისით, ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია”, – ამბობს საბა ბუაძე.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის დასამტკიცებლად ორ საათზე ნაკლები რჩება. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტი “ქართული ოცნების”სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე “რიჟა”, “არქის” მფლობელი ილია წუალაია და მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.