მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ რუსეთმა მოლდოვის ტერიტორია კიდევ ერთხელ გადმოკვეთა და დრონი მათ ტერიტორიაზე აფეთქდა.
“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მოლდოვის ტერიტორია კიდევ ერთხელ გადმოკვეთა. „შაჰედის“ დრონებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია, ორი მათგანი ჩვენს მიწაზე აფეთქდა, რამაც მოლდოველი ხალხის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. რუსეთი საზღვრებს პატივს არ სცემს, ტერორს ავრცელებს და მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმის“. – დაწერა მაია სანდუმ.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 140 დრონი გაუშვა, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 85 გაანადგურეს, ხოლო 52 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.