[su_quote] თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას, ვერ მომიყვანთ რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს ქართული ოცნება. ზოგადად ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, მე ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვისაუბრე, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს. [/su_quote]
– ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას: ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანას შეუშლის თუ არა ხელს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და წახალისებული ძალადობა?