რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
“დღეს დილით, ოკუპანტებმა ხერსონის საცხოვრებელ კორპუსებს ცეცხლი გაუხსნეს. მტრის საარტილერიო დარტყმის ქვეშ სამოქალაქო ობიექტები აღმოჩნდა”, – თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
პროკუდინის თქმით, რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის შედეგად განადგურდა კერძო სახლები, საბავშვო ბაღი და საგანმანათლებლო დაწესებულება. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 27 წლის კაცი დაიღუპა.

