ახალი ამბები მთავარი სამართალი

🎥VIDEO: „ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ არაფერს არავის შევარჩენ!“ – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გაურკვეველ ვითარებაში დუღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ბაჩალიაშვილის საქმის ახალ გარემოებებსა და საკუთარ გეგმაზე ისაუბრა.

თამაზაშვილის თქმით, ის დანებებას არ აპირებს, სიმართლის გასარკვევად ბოლომდე იბრძოლებს და არავის არაფერს შეარჩენს.

„ჩემი შვილი წამებით მოკლეს, მე გაჩერებას არ ვაპირებ. რაც ეს ამბავი გავიგე არ მძინავს. ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ არაფერს არავის შევარჩენ!

მათვე თანამშრომლის მიერ დადებული ფაქტების შემდეგაც თუ არ მოხდება გამოძიების დაწყება, მივმართავთ რადიკალურ ზომებს – აქცია იქნება, შიმშილობა და სხვა. უკან არ დავიხევ“ , – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

შეგახსენეთ, აღნიშნული საქმის გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომელშიც საუბრობდა თავის ეჭვებზე ამ საქმესთან დაკავშირებით.

იტვირთბა....