ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღევანდელი გრაფიკი: თბილისის რომელ რაიონებს შეეზღუდებათ ელექტროენერგია

დღეს, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროენერგია დროებით მთაწმინდის, დიდუბის, ისნის, საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევის და დიდგორის რაიონებს შეუწყდებათ.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, ასათიანის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი, კოსტავას და ბოცვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00-დან 18:00 საათამდე, დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00-დან 13:00 საათამდე – დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 13:00-დან 15:00 საათამდე – ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრიწის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, გაგრის, ვეკუას, ანდრონიკაშვილის, წერეთლის, რიონის, ფოცხიშვილის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, ულიანოვის, ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, სოფელ გლდანის, მუხიანის აგარაკების, ავშნის, ფირცხალავას, მონადირის და ანტონ მეორეს ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 13:00-დან 15:00 საათამდე – ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, წავკისის, დიდების და სამადლოს მცხოვრებლებს.

„კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. ელექტრომომარაგება აბონენტებს სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....