აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯონ კერი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ ობამას ირანზე თავდასხმას სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს შეერთებულ შტატებს ირანზე თავდასხმას სთხოვდა, თუმცა მაშინ მან უარი მიიღო.

როგორც კერიმ ჯენ ფსაკისთან ინტერვიუში განაცხადა, ნეთანიაჰუს ირანზე თავდასხმაზე ობამას გარდა უარი უთხრეს აშშ-ის სხვა პრეზიდენტებმაც, კერძოდ ჯორჯ ბუშ უმცროსმა და ჯო ბაიდენმა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავდასხმას დათანხმდა.

„პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან გამართული არაერთი მოლაპარაკების მომსწრე ვიყავი. მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა. მას სურდა, რომ ჩვენ [ირანისთვის] დაგვერტყა. ის მოვიდა პრეზიდენტ ობამასთან, გააკეთა პრეზენტაცია და სთხოვა, რომ დაერტყა. პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა, პრეზიდენტმა ბაიდენმა უარი თქვა, პრეზიდენტმა ბუშმა უარი თქვა. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც მას უსათუოდ დათანხმდა, პრეზიდენტი ტრამპი იყო“, – განაცხადა კერიმ.

იტვირთბა....