უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი პიტერ მაგიარი, რომელიც ვიქტორ ორბანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა, აცხადებს, რომ მოახლოებული არჩევნები ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის განსაზღვრის „რეფერენდუმი“ იქნება.
მაგიარის თქმით, კენჭისყრა პირდაპირ განსაზღვრავს უნგრეთის ადგილს მსოფლიოში და ევროპულ მომავალს.
“ვფიქრობ, ეს ნამდვილად იქნება რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის ადგილის შესახებ მსოფლიოში. ეს კარგს არაფერს უქადდის ფიდესს, რადგან წმინდა იშტვანმა უკვე გადაწყვიტა უნგრეთის ადგილი ათასზე მეტი წლის წინ. მან ჩვენი ქვეყანა ევროპას მიუძღვნა და ჩვენი წინაპრებიც სწორედ ევროპის ნაწილად ყოფნისთვის იბრძოდნენ. მიუხედავად ყოველგვარი ცილისმწამებლური კამპანიისა, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი შეცდომისა, რადგან მას ნამდვილად ბევრი პრობლემა აქვს, უნგრელები დღესაც ხედავენ, რომ უნგრეთის მშვიდობასა და განვითარებას ევროკავშირსა და ნატოში წევრობა უზრუნველყოფს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ტისა დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რადგან ფიდესის ამომრჩევლებსაც კი არ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის მარიონეტული სახელმწიფო, კოლონია ან უბრალოდ ამწყობი საამქრო გახდეს ევროპის ნაწილად ყოფნის ნაცვლად. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდანვე უნდა შევწყვიტოთ რუსული ნავთობის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის რესურსები სწორად უნდა გამოვიყენოთ, უნდა განვავითაროთ ტრანსსასაზღვრო მილსადენების შესაძლებლობები და გავაფორმოთ საერთაშორისო შეთანხმებები სამხრეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით, რათა ნებისმიერი გეოპოლიტიკური კონფლიქტის ან, ღმერთმა დაიფაროს, ომის შემთხვევაშიც კი შევძლოთ ენერგორესურსების მიღება,” – განაცხადა პიტერ მაგიარმა არჩევნების წინ მიცემულ ინტერვიუში.
ევროპარლამენტის ჯგუფი უნგრეთის მთავრობის გარშემო მიმდინარე სკანდალს განცხადებით ეხმაურება – საუბრაია სენსიტიური ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემაზე.
ევროპარლამენტში მოითხოვენ, რომ პრორუს დეპუტატებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდონ – მათი ოფისების საქმიანობა კი შემოწმდეს.

