აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“გავანადგურეთ თუ არა ირანული „შაჰედები“? დიახ, გავანადგურეთ – ეს მხოლოდ ერთ ქვეყანაში გავაკეთეთ? არა, რამდენიმეში და ეს წარმატებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთში ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებაზე

გავანადგურეთ თუ არა ირანული „შაჰედები“? დიახ, გავანადგურეთ. ეს მხოლოდ ერთ ქვეყანაში გავაკეთეთ? არა, რამდენიმეში და ჩემი აზრით, ეს წარმატებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ექსპერტები გაგზავნა, მათ შორის, დრონების გამანადგურებელი სისტემებისა და რადიოელექტრონული ომის სპეციალისტები.

„ზოგიერთ ქვეყანას ვაჩვენეთ, თუ როგორ უნდა იმუშაონ დრონების გამანადგურებლებთან. გავანადგურეთ თუ არა ირანული „შაჰედები“? დიახ, გავანადგურეთ. გავაკეთეთ თუ არა ეს მხოლოდ ერთ ქვეყანაში? არა, რამდენიმეში და ჩემი აზრით, ეს წარმატებაა. ეს ეხებოდა არა სასწავლო მისიას ან წვრთნებს, არამედ მხარდაჭერას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაში, რომელიც რეალურად იმუშავებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონების ჩამოგდებაც შეძლო.

„ეს ძალიან კარგი სიგნალია, ვფიქრობ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს მუშაობს. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის დავიწყებთ დრონების გამანადგურებლების მასობრივ წარმოებას, რომლებიც გაანადგურებენ რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....