aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რობერტ ბერშინსკი: 2015 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ბნელი რუსეთის უახლეს ისტორიაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

“2015 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ბნელი რუსეთის უახლეს ისტორიაში და უკეთესად არც 2016 წელი იწყება” – ეს განცხადება შეერთებული შტატების სენატში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, რობერტ ბერშინსკიმ გააკეთა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სენატში სპეციალური დისკუსია გაიმართა. განხილვა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხს მიეძღვნა. სენატორებთან და ექსპერტებთან ერთად, დისკუსიაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეც მონაწილეობდა.

დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა დღევანდელ შეხვედრაზე რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილია იაშინის ინიციატივა გაახმოვანა მაგნიტსკის სიაში ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის შეყვანის და ბორის ნემცოვის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების დაწყების შესახებ.

სენატში განხილვაზე საკმაოდ დიდი დრო უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე საუბარს დაეთმო. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები შენარჩუნდება, ვიდრე მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები არ შესრულდება და ყირიმის ოკუპაცია არ დამთავრდება.

იტვირთბა....