გირჩი-მეტი თავისუფლების ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი, ნიკა მოსიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ.
შეგახსენებთ ჯაფარიძე და მოსიაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 7 მარტის ღამეს, აქციის დარბევისას დააკავეს. პოლიციამ მათი მისამართით ფიზიკური ძალა გამოიყენა. ადვოკატის ინფორმაციით, ჯაფარიძეს დუბინკებით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.
მოსამართლე ჯაფარიძისა და მოსიაშვილის აღკვეთზე იმსჯელებს. ჯაფარიძე და მოსიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.