ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი, ამას რომ ვამბობდით, გვამუნათებდით” – მდინარაძე

“უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, ამაზე თქვენ გვამუნათებდით, იმიტომ, რომ ომის კამპანიაში იყავით ჩართულები და საკუთარ და სხვის შვილებს ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებდით. დღესაც ასე აკეთებთ. დღეს თქვენი თითოეული ფრაზა, რომელიც ამ უბინძურესი და მდაბიო კამპანიის ნაწილია, ემსახურება საქართველოში ბავშვების და დიდების დახოცვას. საბოლოო მიზანი ეს არის. პერსონალურად თქვენ ეს შეიძლება ძალიან არ გინდოდეთ, მაგრამ ამის გაუთვითცნობიერებულობაც კი უდიდესი დანაშაულია, ჩემი აზრით”. – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....