ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„აშშ დაეხმარა პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისადმი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

„მიმაჩნია, რომ აშშ დაეხმარა პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში, რომელშიც ის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის გამო იყო. არავინაა გაღიზიანებული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. რაც შეეხება აშშ-ის დახმარების 90%-თან დაკავშირებულ ისტორიას… ჩვენ გვესმის, რომ სიმართლე ცოტა სხვანაირია, თუმცა უდავოდ, ჩვენ მადლობელი ვართ დახმარებისთვის. ვისურვებდით, რომ ტრამპის გუნდს მეტი სიმართლე ჰქონდეს“, – თქვა ზელენსკიმ.

იტვირთბა....