კუჭის წყლულს იწვევს ჰელიკობაქტერია. ეს ბაქტერია როცა ხვდება ორგანიზმში, სახლდება კუჭში და იწვევს მის ანთებას. თუ საიდან ხვდება ეს ბაქტერია კუჭში, ზუსტი ახსნა ჯერ არ არსებობს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის გადადის ადამიანიდან ადამიანზე, სავარუდოდ კოცნითაც.
კუჭის წყლულის ნიშნებია: ტკივილი, გულისრევა და ღებინება, მუქი ფერის განავალი, წონაში უმიზეზო კლება და უმადობა.
კუჭის ტკივილისას ხშირად სოდიან წყალს მიმართავენ, როგორც ტკვილის შემაჩერებელ საშუალებას. როგორც ექიმი გვეუბნება, ეს მეთოდი მხოლოდ მცირე ხნით აყუჩებს ტკივილს, ხოლო შემდეგ გაუარესებული ფორმით აბრუნებს მას, რადგან კუჭი და ნაწლავები სოდის ზემოქმედებით უფრო ზიანდება.
ასევე დილით უზმოზზე სამკურნალოდ არყის მიღება კატეგორიულად დაუშვებელია კუჭის წყლულის სამკურნალოდ. ის არათუ კურნავს მას, უფრო მეტად აზიანებს კუჭს.
ასევე მრავალძარღვა, უმი კარტოფილის წვენი და ასკილის ნაყენი არ აუმჯობესებს კუჭის წყლულს, უფრო მეტიც, მას აუარესებს.
კუჭის წყლული აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით და მისგან დანიშნული მკურნალობის კურსით უნდა დამარცხდეს. მკურნალობის პარალელურად კი პაციენტმა რაციონიდან უნდა ამოიღოს ალკოჰოლი და ყველა ის პროდუქტი, რომელიც მას ჩივილს უღრმავებს, დროებით მაინც, მკურნალობის ეტაპის დასრულებადმე. აღსანიშნავია, რომ სიგარეტი პირველი მტერია კუჭისა და ნაწლავებისთვის.
მომზადებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ მიხედვით.