მსოფლიო საზოგადოება

ჰოლივუდური რჩევები: ვარსკვლავური დიეტა და თანაც სასიამოვნო

რა არის ჰოლივუდის ვარსკვლავების სრულყოფილი, უნაკლო სხეულების საიდუმლო? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავებმა გაამხილეს:

გადადით უშაქრო დიეტაზე: მსახიობი ანჯელინა ჯოლი ფილმ „ტომბ რაიდერის“ გადაღებისას გადავიდა უშაქრო დიეტაზე. ის ამავდროულად ყველაფერს მოხარშული სახით იღებდა. ხორცის ნაცვლად კი თევზს და ზღვის პროდუქტებს მიირთმევდა. მისი რაციონი ასევე დატვირთული იყო რძის პროდუქტებით.

დღეში ოთხჯერ იკვებეთ: ჯენიფერ ჰადსონი და კელი კლარკსონი გვთავაზობენ დიეტას, რომლის მიხედვითაც დღეში ოთხჯერ უნდა იკვებოთ, თუმცა დღის რაციონის კალორიულობა 900 კალორიას არ უნდა აღემატებოდეს. როგორც  მსახიობები გვარწმუნებენ, თუ ამ პირობას დავიცავთ, გაკვირვებული დავრჩებით ისე მალე დავიწყებთ წონაში კლებას.

თითქმის უშაქრო ყავა: ვარსკვლავების უმეტესობა შაქრიან ყავაზე უარს არ ამბობს, მაგრამ ძალიან ზღუდავს მათ რაოდენობას ყავაში, ისევე როგორც თავად ყავის მიღებას. შაქრის ნაცვლად ყავას დიდი რაოდენობით რძეს უმატებენ.

ტკბილეულის შემცვლელები: რას აკეთებენ ჰოლივუდის ვარსკვალავები, როცა ტკბილის მიმართ ძალიან დიდი მოთხოვნილება უჩნდებათ? ისინი ამისთვის მზად არიან და ყველაფრის ცდილობენ იმისთვის, რომ ტკბილეულის მაღაზიას არ ესტუმრონ. ტკბილეულის შემცვლელად გამოდგება როგორც თაფლი, ასევე ხილი და უკიდურეს შემთხვევაში, მცირე ზომის კონფეტები. ეს უკანასკნელი კი ძალიან იშვიათად.

ჯანსაღი ცხოვრების წესი: ჯენიფერ ლოპესს არასდროს უცდია სხვადასხვა მომაკვდინებელი დიეტის დაცვა. ის დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეა, რომელიც გამორიცხავს ალკოჰოლს და სიგარეტს.

გრეიფუტი: კარმენ ელექტრასა და ჯენიფერ ლოპესის ჩანთებში ყოველთვის მოიძებნება გრეიფუტის ზეთი. რატომ? ყველასთვის ცნობილია, რომ გრეიფუტის არომატი მადის დაკარგავს იწვევს.

drprem.com

 

იტვირთბა....