პოლონეთის მთავრობის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების კომისარმა სტანისლავ ჟარინმა განაცხადა, რომ პოლონეთი არ მიიღებს რუსებს, რომლებიც თავს არიდებენ რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “დეზერტირების ტალღა” არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ბუნტი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წინააღმდეგ, ან ბუნტი უკრაინაში სპეცოპერაციის წინააღმდეგ.
„ასეთი ხალხი მასობრივად არ უნდა მივიღოთ. ამ ადამიანებს შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ჩვენს ქვეყანას“, – თქვა ჟარინმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
რუსეთი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის
ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს