ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის

რუსეთი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის,  – აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებამ საქართველოს საზღვარზე შექმნილ მდგომარეობას [მანქანების რიგებს] უკიდურესად დაძაბული უწოდა.

„შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი მანქანების ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მათ შორის საგზაო პოლიციისა და PPSP-ის თანამშრომლების 24 საათის განმავლობაში მომსახურე რაზმების გაზრდისა, ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია, რაც მოითხოვს დამატებით ზომების მიღებას მოქალაქეების უსაფრთხოების ორგანიზების კუთხით.

ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ჩატარდა შეხვედრა ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელის, რუსეთის ფედერაციის ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკა ალანიას სასაზღვრო სამმართველოსა და ჩრდ. ოსეთის საბაჟოს ხელმძღვანელობის მონაწილეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია  გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....