რუსეთის პატრიარქმა კირილმა თანამოქალაქეებს ქადაგებისას “სულიერი მობილიზაციისკენ” მოუწოდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, ხსენებული მოწოდება რუსებს და უკრაინელებს შერიგებაში დაეხმარება.
“იმედი ვიქონიოთ, რომ საერთო ძალისხმევით – საშიში კომპრომისების გზის გავლის გარეშე, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გაერთიანებულ რუსეთს – ჩვენ ყველა ერთდროულად მივყვებით შერიგებისა და იმ სულიერი ერთიანობის აღდგენის გზას, რომელიც ჩამოყალიბდა ერთიანი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში”, – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
რუსეთი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის
ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს