ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“როგორ დავტოვოთ რუსეთი” – Google-ის რუსულ სეგმენტში ამ მოთხოვნამ პიკს მიაღწია

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ „უსაფრთხო“ ქვეყნებში ავიაბილეთების ფასებმა ასტრონომიულ მაჩვენებლებს მიაღწია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ტელეგრამ” არხებში ვრცელდება.

როგორც ირკვევა, ბაქოს მიმართულებით ფრენა 250 ათასი რუბლი, ხოლო თბილისის მიმართულებით 120 ათასი რუბლი ღირს.

“21 სექტემბრის მდგომარეობით, ყველაზე პოპულარული მიმართულებების, მათ შორის ერევნისა და სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენების ყველა ბილეთი გაყიდულია.

თბილისისა და ბაქოს მიმართულებით ფრენების ფასები მკვეთრად გაიზარდა. აზერბაიჯანში – 248 ათასი რუბლი. ოთხშაბათს ერევნისკენ ბილეთები ამოიწურა, ხოლო ხუთშაბათს ფრენის მინიმალური ფასი 86 ათასი რუბლია.

Google-ის რუსულ სეგმენტში პიკს მიაღწია მოთხოვნამ “როგორ დავტოვოთ რუსეთი”.

საგულისხმოა, რომ ყველაზე მეტად, ეს თემა სასაზღვრო ბელგოროდის რეგიონის მცხოვრებლებისთვისაა საინტერესო.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ხმები, რომ რუსეთის რკინიგზამ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის უწყების ცნობის გარეშე ბილეთების გაყიდვა შეწყვიტა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

იტვირთბა....