სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილზე ყირგიზეთია – 1 287.4 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებს 859.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი – 724.5 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, ზემოაღნიშნული უწყების ცნობით, 2024 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 770.1 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 2 047.3 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 849.8 მლნ. აშშ დოლარით.