ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

” საქართველო ხვალ შეიძლება იყოს დიდი წარმატება ამერიკისთვის, ან შეიძლება აღმოჩნდეს დიდი პრობლემა ამერიკისთვის კავკასიის რეგიონში” – სალომე ზურაბიშვილი fox news-თან ინტერვიუში

19 იანვარს fox news-სთან გაკეთებულ ინტერვიუში საქართველოს მეხუთე პრედიზენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის გავლენების წინაშე დგას, რასაც ხელს უწყობს მოქმედი “მარიონეტული მთავრობა”.

ზურაბიშვილმმა ასევე ისაუბრა აშშ-საქართველოს ისტორიულ კავშირებზე და კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში რუსეთის მიერ გამუდმებულ დესტაბილიზაციის მცდელობებზე. “საქართველო ხვალ შეიძლება იყოს დიდი წარმატება ამერიკისთვის, ან შეიძლება აღმოჩნდეს დიდი პრობლემა ამერიკისთვის კავკასიის რეგიონში” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მთავრობის დაახლოებას როგორც რუსეთის მთავრობასთან, ასევე ჩინეთთან და ირანთან, აღნიშნა, რომ “ეს იქნება ამერიკის სტრატეგიული ინტერესის დაკარგვა კავკასიის ამ ცენტრალური რეგიონის მიმართ.”
მეხუთე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოში გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს საქართველო ხელში ჩაიგდოს, როგორც ამას ის აკეთებს რუმინეთთან და მოლდოვასთან მიმართებით და ამისთვის უკვე კარგად ცნობილ პრაქტიკას იყენებს. „რუსეთი ახალ სტრატეგიას ცდის საქართველოსთან, როგორც რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რაც გულისხმობს ამ ქვეყნების ხელში ჩაგდებას გაყალბებული არჩევნებისა და საკუთარი მარიონეტული რეჟიმების დასმის გზით. მას არა დემოკრატია და კონსტიტუციები, არამედ მხოლოდ ერთგული რეჟიმის არსებობა აინტერესებს“, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....