რუსეთში სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ხსენებული გამოძახება პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში მოხდება.
შოიგუ აღნიშნავს, რომ მობილიზაცია არ შეეხება სტუდენტებს.
“რუსეთს აქვს მობილიზაციის უზარმაზარი რესურსი, თითქმის 25 მილიონი ადამიანი”, – აცხადებს შოიგუ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე: პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა