აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას თავის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში, წარუმატებელი ადმინისტრაცია. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს საზღვრებში შემოჭრას. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ნავთობის დაბრუნებას. ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ თხევადი ოქრო, რომელიც ჩვენს ფეხქვეშ არის. ჩვენ ვაპირებთ, დავუბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაპირებთ აღვადგინოთ პატრიოტიზმი ჩვენს სკოლებში. რადიკალური მემარცხენე ვოუქისტური იდეოლოგიების მოშორებას ჩვენი სამხედროებიდან და ჩვენი მთავრობისგან. და ჩვენ ვაპირებთ ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, დღეს ამერიკის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის, ინაუგურაცია გაიმართება.