მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტები აქციას მართავენ.
მედიის წარმომადგენლები „ნეთგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული კოლეგის, მზია ამღლობელისადმი სოლიდარობას გამოხატავენ.
შეგახსენებთ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი ბათუმში, 11 იანვარს, აქციაზე დააკავეს.