ახალი ამბები მთავარი სპორტი

“უნდა გადადგეს”: მკლავჭიდელები პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ

ქართველმა მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანის საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ფედერაციას აქვს საკმარისი დაფინანსება, მაგრამ სოსო ჯაჭვლიანის მმართველობის პერიოდში, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის არაფერი გაკეთებულა. მკლავჭიდელების თქმით, არ ჩატარებულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიც.

“არასწორი მართვა მოდის ფედერაციიდან. ჩვენ გვაქვს დაფინანსება საკმარისად, ადრე, საერთოდ არ გვქონდა. გაჩნდა ეს დაფინანსება, გვაქვს იმის საშუალება, რომ უკეთესად ვიყოთ. ფედერაციის პრეზიდენტზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი იმიტომ, რომ ყველაფერი იქიდან მოდის. რა თქმა უნდა, მე პირადად ვითხოვ და ჩემს აზრზეა ნებისმიერი მკლავჭიდელი, უნდა გადადგეს”, – თქვა საქართველოს ნაკრების წევრმა, მკლავჭიდელმა გენადი კვიკვინიამ რუსთავი 2-თან საუბარში.

იტვირთბა....