ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს მართავს რუსული რეჟიმი, რომელსაც უნდა ერის დაყოფა” – სალომე ზურაბიშვილი

რუსული რეჟიმი საქართველოში ყველანაირად ცდილობს, რომ დაგვყოს, რომ არ შედგეს ერთობა, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება, ასე, რომ ეს პასუხი დღესაც ჩვენი გასაცემია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

მისი თქმით, დღეს ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ეს არა რუსეთი, არამედ დამოუკიდებელობაა.

ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს კითხვა ხელახლა და ასე ტრაგიკულად იქნებოდა დასმული. რა გინდათ – რუსეთი თუ საქართველო, რუსეთი თუ თავისუფლება, რუსეთი თუ დამოუკიდებლობა, რუსეთი თუ სახელმწიფო. ჩვენი პასუხი არის კიდევ ერთხელ გასაცემი – ყველანი ერთად, იმიტომ, რომ არაფერი არ უწყობს ხელს იმ რუსეთს და იმ მტერს, როგორც ამ ერის დაყოფა. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ დაგვყოს.  ყველანაირად ცდილობს რუსული რეჟიმი საქართველოში, რომ არ შედგეს ერთობა, არ შედგეს ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება, ასე, რომ ეს პასუხი დღესაც ჩვენი გასაცემია. ამ პასუხს ის ახალგაზრდები სცემენ, რომლებიც დღეს ციხეში არიან და იქიდან გვეუბნებიან, რომ ჩვენი მომავალი არის ერთობაში და ერთდ გაცემულ პასუხში-არა რუსეთს, კი საქართველოს“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.

იტვირთბა....