ფრაქცია “ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე იქნა მიღებული.
ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – ცოტნე ანანიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი.
ცოტნე ანანიძის კანდიდატურის წარდგენა უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოხდება.
„ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დავით გაბაიძემ გუშინ, 30 მარტს დატოვა. მან მადლობა გადაუხადა “ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.
გაბაიძე, რომელიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავია, რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოს თითქმის ცხრა წელი ხელმძღვანელობდა.

