ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინამ ისრაელს ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის ექსტრადაციის მოთხოვნა გაუგზავნა

უკრაინამ ისრაელს ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის ექსტრადაციის მოთხოვნა გაუგზავნა.

უკრაინელ ბიზნესმენს ენერგეტიკის სფეროში კორუფცია ედება ბრალად. გენერალური პროკურორის პრესმდივანმა, მარიანა გაიოვსკაია-კოვბასიუკმა აღნიშნა, რომ გენერალურმა პროკურატურამ, უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსთან (NABU) ერთად, თავისი მუშაობის ფარგლებში დაამუშავა და დაასრულა 24 ტომი მასალა, ასევე მოამზადა და თარგმნა მოთხოვნის ტექსტი.

2025 წლის ნოემბერში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ენერგეტიკის სექტორში კორუფციის შესახებ გამოძიების დეტალები გამოაქვეყნა. უკრაინული მედიის თანახმად, კრიმინალური ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა იყო „ენერგოატომის“ კონტრაქტორებისგან სისტემატურად უკანონო სარგებლის მიღება, რაც კონტრაქტის ღირებულების 10 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შეადგენდა. 2025 წლის დეკემბერში უკრაინელმა ჟურნალისტებმა მოახერხეს ისრაელში მყოფი ბიზნესმენის, ტიმურ მინდიჩის გადაღება, რომელიც ეჭვმიტანილია „ენერგოატომის“ ირგვლივ მასშტაბური კორუფციული სქემის ორგანიზებაში. მინდიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა განზრახული ისრაელიდან უკრაინაში დაბრუნება ჩვენების მისაცემად და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს „მანიპულირება“ უწოდა.

2025 წლის დეკემბერში უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მინდიჩი წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო.

იტვირთბა....