ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 118.6 დოლარს გადააჭარბა

მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.

„სქაინიუსის“ ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი დღეს ერთ ბარელზე 5%-ით გაიზარდა და 118.6 დოლარს გადააჭარბა.

ირანზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 9 მარტს 119.5 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ერთ თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ცნობისთვის, თეირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის. სრუტის დატოვება მხოლოდ რამდენიმე გემმა შეძლო.

იტვირთბა....