[su_quote]დეოლიგარქიზაცია რას ისახავს მიზნად – დიდი ფინანსური რესურსების მქონე ადამიანმა არ უნდა მოახდინოს გავლენა პოლიტიკასა და მედიაზე, რომ მათ პირადი სარგებლობისათვის არ გამოიყენონ და ამ განმარტებაში არ ჯდება ივანიშვილი – არც მედიასაშუალებებს აკონტროლებს და არც პოლიტიკას, ჩამოცილებულია პოლიტიკას. თუ გავლენის სფეროდ მიიჩნევა ის, რომ ეს ადამიანი ეწევა ქველმოქმედებას, არ ვიცი. მე ხაზს გავუსმევდი ერთ მომენტს, ეს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა სამივე ქვეყანასთან მიმართებაში დასვეს, ანუ საქართველო, უკრაინა მოლდოვა და ჩემი აზრით, ეს არის ევროკავშირის მხრიდან იმის დაზღვევა და იმის გარანტირება, რომ არც ერთ მდიდარ ადამიანს არ ქონდეს იმის საშუალება, რომ ამ ასოცირების ტრიოს ქვეყნებში გავლენა მოახდინოს პოპლიტიკაზე საკუთარი პირადი ინტერესების ხარჯზე. ოლიგარქების შესახებ უკრაინაში მიღებულია კანონი, როგორც ჩანს იქ უფრო მეტადაა ეს პრობლემა და იქიდან გამომდინარე, მატ მიიღეს გარკვეული სამართლებრივი ზომები, რომ ამ პრობლემას უპასუხონ. უბრალოდ, აქ არის გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ და ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკური მედიების მცდელობები იმის შესახებ, რომ ეს დეოლიგარქიზაცია მაინცდამაინც ბიძნა ივანიშვილს დაუკავშირონ[/su_quote]
ამის შესახებ “მეტრონომს” ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განუცხადა.