[su_quote]არ ვიცი ამაში რა იგულისხმება. შეიძლება იგულისხმება, მაგალითად მელიას ცნობილი გამონათქვამი. მან პირდაპირ თქვა, რომ… პირდაპირ უწოდა ამერიკის ელჩს თვალწარმტაცი ქალბატონი. შეიძლება ეს იგულისხმება, ხომ? შეიძლება ნიკანორ მელიას არ უნდა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. ან გვარამია, რომელიც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. თავდასხმა რასაც ქვია, თავდასხმა ხორციელდებოდა უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმით სწორედ ამ პოლიტიკოსების მხრიდან. ესენი არიან ნაცმოძრაობის ლიდერები. ერთი არის არაფორმალური – ნიკა გვარამია. მეორე არის თავმჯდომარე – ნიკა მელია. პირდაპირ… ახლა, თვალწარმტაცი… რამე განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს დაეგმოს? თან არის სექსისტური განცხადება, თუ როგორც ეძახიან. რომელიმე შესაბამისი NGO გამოვიდა და მელიას არ მოუწონა ეს გამონათქვამი, თუ საელჩო გამოვიდა თუ სახელმწიფო დეპარტამენტი? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა არის, როცა შენ ამერიკის ელჩს უწოდებ თვალწარმტაც ქალბატონს. ეს არის რაღაც ისეთი გამონათქვამი, რაც არც ერთი ელჩის მიმართ არ უნდა გამოიყენო. სრულიად არაადეკვატური გამონათქვამია და პირდაპირ შეურაცხყოფას შეიცავს. არანაირი რეაგირება, არც იმ, ასე ვთქვათ, NGO-ების მხრიდან, რომლებიც განსაკუთრებით ამ გენდერულ თანასწორობაზე, ძალადობაზე და ა.შ.[/su_quote]
ასე უპასუხა იმედის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების რაღაც ნაწილს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური გზიდან ჩამოშორება სურს.