მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე: ანრის დონეზე ვარ ახლაც, ჭუტას დონეზე არ დავეშვები არასდროს

[su_quote]რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ეს აბსურდია. იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში პროვოკატორმა მიიღო პასუხი. […]ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე. ანრის დონეზე ვარ ახლაც, შემიძლია გითხრათ, ჭუტას დონეზე არ დავეშვები არასდროს[/su_quote]

ამის შესახებ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამაზე პასუხად, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთელმა მას ყურში “ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა, რასაც ვერ ერთი ქართველი ვერ მოითმენს.

იტვირთბა....