ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოხანაშვილი წერეთელზე: გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო, ჩაიტაროს ექსპერტიზა

[su_quote]ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორც ჩანს დაგეგმილი უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ერთი ქართველი ადამიანი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა. ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალოდ მოსვლა და პროვოცირება, ეს არ იყო უბრალო სიტყვები, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა. სიბილწის საზღვარი თუ შეიძლება, ყველაფერს თუ შეიძლება გაცდე და ყველაფერი იკადრო, სწორედ ეს მოხდა. ახლა ამ სიტყვებს, რა თქმა უნდა, ვერ და არ გავიმეორებ. დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმის კურსში, მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება და იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს. გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი. არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა, ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა დადგინდეს და თუ ეს დადასტურდება, როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება[/su_quote]

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იტვირთბა....