aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წერეთელი დეგნანს: მოვითხოვ, გაასაჯაროვეთ ჩემზე თავდასხმის კადრები

aviabiletebi
ავიაბილეთები

tvპირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატები ჯგუფურად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წერეთელი კონკრეტულ გვარსბსაც ასახელებს.
“ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200 ან 300 სტუმარი, “ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. შოკშვი ვარ, ასეთი რამ მე არ ვიცი. ანრი ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი, მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები და ჩხუბი. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, თავი ხომ უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა. მერე ხელი მომიქნია სახეში, სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორი. აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი“, – განაცხადა მან tvპირველის ეთერში.                      წერეთელი აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს, გაასაჯაროვონ კადრები.                                                                          “მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ჩემს მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას, როგორ უსწორდებიან “ქართული ოცნების” დეპუტატები ადამიანს”, – ქცხადებს წერეთელი.

იტვირთბა....