ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა მტერს კუნძულ “ზმეინის” დატოვება აიძულეს, ოდესის ოლქის ტერიტორია მთლიანად გაიწმინდა რუსი ოკუპანტებისგან.
“კუნძულ “ზმეინის” გათავისუფლებით, ოდესის ოლქი სრულად გაიწმინდა რუსი ოკუპანტებისგან! იზმაილის რაიონის სოფელი ბელოე, ოდესის ოლქში – სწორედ ის არის “ზმეინის” კუნძული. მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“ – ამბობს ბრაჩუკი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ კუნძული “ზმეინი” რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა.
ამავე თემაზე: (ვიდეო) როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან